პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც: „დამუშავების პირობები“) არეგულირებს - შპს „აითიეს“-ს (შემდგომში: „4ნეტ“) პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებულ წესებს. შესაბამისად, იგი არ ეხება და ჩვენი კომპანია პასუხისმგებელი არ არის, მესამე პირების მიერ დამუშავების პირობებზე, ინფორმაციასა ან სხვა პრაქტიკებზე, რომლებსაც ეს პირები იყენებენ. მათ შორის, იგულისხმებიან ის მესამე პირებიც, რომლებიც არიან ჩვენი კომპანიის დისტრიბუციული პარტნიორები, მომწოდებლები ან სხვა მესამე პირები, რომლებიც ოპერირებას უწევენ რაიმე ვებ-გვერდს, რომელზეც გადასასვლელი ბმული ჩვენს ვებ-გვერდზეა განთავსებული. თქვენს მიერ კომპიუტერის, მობილური ტელეფონის, პლანშეტის ან ნებისმიერი მსგავსი ელექტრონული მოწყობილობის (შემდგომში: „მოწყობილობა“) მეშვეობით, ჩვენი ვებ-გვერდის ან/და მასზე განთავსებული ნებისმიერი ჩვენი პროდუქციის / შიგთავსის (ე.წ „კონტენტის”) გამოყენებით, გადმოწერით ან წვდომით, ან ჩვენთვის რაიმე სახის ინფორმაციის გაზიარებით (რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ან სხვა ვებ-გვერდებთან / სერვისებთან), თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაეცანით და გაათვითცნობიერეთ წინამდებარე დამუშავების პირობები.
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მის პერსონალურ მონაცემებს გაუზიარებს ჩვენს დაკავშირებულ პირებს, დისტრიბუტორებს ან მომწოდებლებს, ამ მონაცემთა დამუშავებაზე გავრცელდება ხსენებულ პირთა დამუშავების პირობები. მომხმარებელი დაწვრილებით უნდა გაეცნოს ასეთ პირთა დამუშავების პოლიტიკას იქამდე, სანამ გაუზიარებს მათ პერსონალურ მონაცემებს.
მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა შეგროვება
ჩვენი ბიზნეს საქმიანობის ფარგლებში, ჩვენ სხვადასხვა გზებით ვაგროვებთ და ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს. ჩვენ შესაძლებელია შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები, რომლებსაც მომხმარებელი უშუალოდ გაგვიზიარებს, მაგრამ, ამასთან, შესაძლებელია შევაგროვოთ ასეთი მონაცემები მომხმარებლის მიერ ჩვენი ამა თუ იმ სერვისების გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაციის აღრიცხვით, მაგალითად, ე.წ "Cookie"-ბი -ების მეშვეობით, რომლებსაც ვიყენებთ ჩვენს ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, პერსონალური მონაცემები შესაძლებელია მივიღოთ მესამე პირებისგანაც.